ცენტრალური გათბობის ხელოსანი

ცენტრალური გათბობა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სახლის გათბობისთვის, განსაკუთრებით ზამთრის ცივ პერიოდში, როდესაც ყველაზე მეტად სითბო გჭირდებათ. ირკვევა, რომ ცენტრალური გათბობას ყველაზე მეტი ხარვეზი შემოდგომის პერიოდში აისახება. ეს ჩვეულებრივ ხდება იმის გამო, რომ ზაფხულის პერიოდში სახლებში, უმეტესობა თიშავს მთავარ ქვაბსა და ცენტრალურ გათბობას. რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობის გარეშე ყოფნის შემდეგ, ცენტრალური გათბობა შესაძლოა სრულყოფილად არ ფუნქციონირებდეს. დიაგნოსტიკა, შეკეთება, მონტაჟი - ჩვენი ხელოსნები მზად არიან გაგიწიონ პროფესიონალური მომსახურება.

ტელ: (032) 2 110 111

მომსახურებების სია

ცენტრალური გათბობის მონტაჟი (centraluri gatbobis montaji)

ცენტრალური გათბობის დაყენება სახლში/შენობაში საკმაოდ რთული სამუშაოა და საჭიროებს საგულდაგულო დაგეგმვასა და საჭირო მასალებისა და ხელსაყოების სრულყოფილად მომარაგებას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ცენტრალური გათბობის დამონტაჟების უმეტესი ნაწილის შესრულება, მაგალითად, როგორიცაა ცენტრალური გათბობის ქვაბისა და რადიატორის არჩევა, მილების დაყენება, და კიდევ მართვის სისტემის დაყენება, თქვენ მაინც დაგჭირდებათ გამოცდილი ცენტრალური გათბობის ხელოსანი, რომ ქვაბი გაზსადენ მილთან სწორად და უსაფრთხოდ მიაერთოს და შეამოწმოს მთელი სისტემა, რათა უზრუნველყოთ სისტემის უსაფრთხოება და მისი გამოყენების სანდოობა. ქვემოთ მოცემული შემდეგი ნაბიჯები გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დაამონტაჟოთ ცენტრალური გათბობა, რომელიც გაზის ქვაბის საშუალებით მუშაობს. ნაბიჯი

ცენტრალური გათბობის შეკეთება (centraluri gatbobis sheketeba)

რა უნდა შეამოწმოთ, თუ თქვენი ცენტრალური გათბობა ან ცხელი წყალი არ მუშაობს. გამოიყენეთ ეს სტატია ცენტრალური გათბობის ხარვეზების მოძიებისა და შეკეთების მიზნით და დაადგინეთ, თუ რატომ არ მუშაობს თქვენი ცხელი წყალი ან გათბობა სწრაფად და შეუფერხებლად. მიჰყევით ამ მარტივ პროცესს და რჩევებს, რომლებიც ერთ დღეს შესაძლოა გამოგადგეთ. რა უნდა გაითვალისწინოთ ცენტრალური გათბობის შეკეთებამდე? სანამ დაიწყებთ ცენტრალური გათბობის შეკეთებას (centraluri gatbobis sheketebas), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად იფიქროთ საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სისტემა უსაფრთხოა სამუშაოს ჩასატარებლად, ზედმეტი რისკის მიღების პრევენციისთვის. ქვემოთ მოცემულია მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ცენტრალური გათბობის სისტემაში შეცდომების აღმოჩენისას: ტანსაცმელი და მოწყობილობა: დარწმუნდით, რომ ჩაცმული ხართ სათანადოდ, ცენტრალური გათბობის შესაკეთებლად. შეიკარით გრძელი თმა, მოიხსენით სამკაული და თხელი ტანსაცმელი, რომელიც შესაძლოა დაიჭირეს. გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი და სხვა საჭირო აღჭურვილობა. წყალი:

კარმის ხელოსანი (karmis xelosani)

კარმა ერთ-ერთი საჭირო საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა, რომელიც უზრუმველყოფს სახლში სითბოს, განსაკუთრებით კი წლის ყველაზე ცივ თვეებში. სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსგავსად, კარმა რთული აპარატია და აქვს უამრავი ნაწილი, რომლიც გაუმართავობა აპარატის მთლიანად მდგომარეობიდან გამოყვანას იწვევს. თუმცა, გამათბობლების უმეტესობის შეკეთება შესაძლებელია გამოცდილი კარმის ხელოსანის დახმარებით. ქვემოთ იხილავთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ პრობლემებს, რაც შესაძლოა თქვენს კარმასაც აღმოაჩნდეს. გამოიყენეთ ეს სახელმძღვანელო თქვენი პრობლემების გადასაჭრელად და გასაკეთებლად და ამასთან, გეცოდინებათ, თუ როდის არის საჭირო კარმის ხელოსანის (karmis xelosani) დახმარება. კარმა უშვებს ძალიან ცოტა თბილ ჰაერს (ან თუ ან საერთოდ არ უშვებს) გამათბობელი, რომელიც ვერ ახდენს თბილი ჰაერის ცირკულაციას, შეუძლია ცივი დღეებში სრულიად გამოუსადეგარი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა აშკარად ემჩნევა კარმას, უამრავ ადამიანს ავიწყდება გამათბობელთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე მარტივ გამოსწორების ხერხებზე ფიქრი. თუ მსგავსი პრობლემა თქვენს კარმასაც შეემთხვევა, დარწმუნდით, რომ შემდეგი მოწყობილობები შემოწმებულია: დაყენებულ

ლონგვის ხელოსანი (longvis xelosani)

ლონგვის გამათბობელი სპეციალურად შექმნილია მაქსიმალური კომფორტისთვის თქვენი და თქვენი სახლისთვის. მისი დიდი და მყარი ალუმინის წინა გრილი უზრუნველყოფს გარემოში წარმოქმნილი სითბოს ოპტიმალურ გამოყენებას, ნორმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს გამათბობელი, ნაწილაკების თავიდან ასაცილებლად. ლონგვის გამათბობელთან ერთად შეგიძლიათ უსაფრთხოდ იგრძნოთ აბსოლუტური უსაფრთხოება, რომელიც გარანტირებულია: მისი თერმოკარდიუმის უსაფრთხოების სარქველით, რომელიც ამცირებს გაზის მიწოდებას გამათბობელის ჩაქრობის შემთხვევაში, ძლიერი ჰაერის გამო. დენი, გაზით მომარაგების მომენტალური შეფერხება. გაზის წნევის რეგულატორი, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ ოპერირებას; აქვს ფუნქცია, გაზმომარაგების პიკზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად. ნორმალურ წვაზე გავლენას ახდენს. ლონგვის გაზის მჭიდრო წვის პალატა, აცილებს გაზებს, რომლებიც გამოწვეულია წვის შედეგად, ხელს უშლის დაბინძურებას. ჰაერი, რომელიც ცირკულირდება ლონგვის აპარატში სუფთაა და უზრუნველყოფს სითბოს გავრცელებას სახლში. თუმცა,

ცენტრალური გათბობის ხელოსანი

ცენტრალური გათბობის ყველაზე გავრცელებული პრობლემები და მათი გამოსწორების გზები

ამ ნაწილში მოცემულია ცენტრალური გათბობის ყველაზე ხშირად გავრცელებული პრობლემები, რომლებიც შესაძლოა თქვენს ცენტრალურ გათბობის სისტემასაც აღენიშნოს, ამიტომ გაეცანით ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებს და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში გამოიძახეთ ცენტრალური გათბობის ხელოსანი.

ცივი რადიატორი

როდესაც რადიატორი ცივია, პირველ რიგში უნდა დარწმუნდეთ, თუ სად არის სიცივე, ცენტრალური გათბობის რადიატორის ზედა თუ ქვედა ნაწილში.

თუ რადიატორი მხოლოდ თბილია ბოლოში, ხოლო თავზე ცივია, მაშინ პრობლემა გაქვთ. ამის მიზეზი, სავარაუდოდ, სისტემაში გაჭედილი ჰაერია. ჰაერის გადინების მიზნით, უნდა მოუშვათ სარქველი.

  1. გამორთეთ გათბობის სისტემა.
  2. მოათავსეთ თასი/სათლი რადიატორის ქვეშ, რომ გამოსული წყალი იატაკზე არ დაიღვაროს.
  3. გახსენით სარქველი საკმარისად, სანამ არ მოისმენთ ჰაერის გამოსვლის ხმას.
  4. როდესაც წყალი ამოიწურება, დახურეთ სარქველი.
  5. ჩართეთ სისტემა და დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ და შეცვალეთ ქვაბის წნევა. ამან უნდა გადაჭრას ეს პრობლემა.

რადიატორს, რომელიც ბოლოში ცივია, ჩვეულებრივ აქვს რაღაც, რაც ხელს უშლის წყლის გადინებას. უმეტეს შემთხვევაში, ეს შეიძლება იყოს ჟანგი ან ნადები. ექსტრემალურ შემთხვევებში, ეს შეიძლება იყოს ნალექის წარმოქმნის მიზეზი. თუ გაქვთ ღია გათბობის სისტემა, ეს შეგიძლიათ თავადაც გაასწოროთ. უბრალოდ დაამატეთ ნალექის მოსაშორებელი საშუალება სისტემაში. თუმცა, თუკი არ გაქვთ ღია გათბობის სისტემა, დაგჭირდებათ ცენტრალური გათბობის ხელოსანი (centraluri gatbobis xelosani).

ზოგჯერ რადიატორი ცივია არა ზედა ან ბოლო, არამედ შუაში ნაწილში. ეს, სავარაუდოდ, ნალექით ან ჟანგით შეფერხების შედეგია. თუმცა, ამის გამოსწორება შეიძლება უფრო რთული იყოს, ვიდრე თუ რადიატორი მხოლოდ ცივია ბოლოში. თქვენ დაგჭირდებათ გამოცდილი ხელოსანის მომსახურება ამ პრობლემის გადასაჭრელად.

ცხელი და ცივი რადიატორები

თუ შენიშნავთ, რომ გაქვთ ცხელი და ცივი რადიატორები სხვადასხვა სართულზე, ეს, ალბათ, იმის ნიშანია, რომ სისტემაში წყლის დინებას ხელს რაღაც უშლის. შეამოწმეთ რომელი რადიატორი ცხელია და რომელი ცივი. დარწმუნდით, რომ ცივ რადიატორებს სარქველები გახსნილი აქვთ, ან საჭიროების შემთხვევაში, გახსენით ისინი შემდგომ.

თუ ცივი რადიატორები მაღლა სართულზეა, პრობლემა შეიძლება იყოს დაბალი წნევის ქვაბის გამო. შეიძლება დაგჭირდეთ სისტემაში მეტი წყლის მოქევა ნორმალურ წნევაზე დასაბრუნებლად. თუ ცივი რადიატორები დაბლა დგას, შეფერხების მიზეზი შეიძლება იყოს გაუმართავი ტუმბო. ასევე შეიძლება დაგჭირდეთ ცენტრალური გათბობის სისტემის დაქვეითება.

ცენტრალური გათბობის ქვაბის უცნაური ხმები

თუ ცენტრალური გათბობის ქვაბი უშვებს უცნაურ ბგერებს, ან ხმებს გამოსცემს, ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ეს ნორმალური არ არის და ჩვეულებრივ მიუთითებს ქვაბთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ქვაბი გადახურდა, რაც შეიძლება სერიოზული საფრთხე გახდეს.

გამორთეთ ქვაბი და შეამოწმეთ ისმის თუარა ისევ ხმა. თუ ისმის, პრობლემა არა საპილოტე შუქზე, არამედ გაჭედილ ჰაერში. თქვენ უნდა მოძებნოთ საჰაერო სარქველის ხრახნი ქვაბზე და გამოუშვატ სისტემაში არსებული ზედმეტი ჰაერი.

ზოგჯერ, ხმაური არის ავზში არასაკმარისი წყალმომარაგების შედეგი. ჩვეულებრივ და სისტემურ ქვაბებს აქვთ ავზი, რომელიც განთავსებულია სხვენში. შეამოწმეთ, შეინიშნება თუ არა რაიმე წინააღმდეგობა სისტემაში, მაგალითად, ნალექის აგება. ასევე შეიძლება წარმოიშვას პრობლემა სარქველთან ან გაყინული წყალმომარაგების მილით.

რჩევა: არასოდეს უგულებელყოთ უცნაური და შემაშფოთებელი ხმაური თქვენი ქვაბიდან. უმჯობესია, ამ პრობლემების დროს რაც შეიძლება მალე მიმართოთ ხელოსანს.

არც ცხელი წყალი და არც სითბო

ზოგჯერ, ცენტრალური გათბობის სისტემას შეიძლება შეექმნას პრობლემა, რომლის დროსაც ის საერთოდ არ გამოჰყოფს სითბოს. ამისათვის, შეამოწმეთ არის თუ არა ცენტრალური გათბობის სისტემა ჩართული. ზოგიერთ შემთხვევაში, სისტემის გათიშვა მცველის დადნობის ან/და გადაწვის შედეგად წარმოიქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური გათბობა არ იმუშავებს, სანამ მას არ შეცვლით. თუ ჩამრთველ/ამომრთველი და სისტემის მცველი წესრიგშია, შეიძლება დაზიანეული იყოს მავთული. ამას დასჭირდება ელექტრიკოსის გამოძახება.

სხვა გამომწვევი მიზეზები:

ქვაბის წნევასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს ცხელი წყლისა და გათბობის შეზღუდვა. თუ ქვაბის წნევის საზომი გიჩვენებთ, რომ წნევა ძალიან მაღალია, დაუყოვნებლივ დაურეკეთ ხელოსანს. თუ წნევა ძალიან დაბალია, შეიძლება დაგჭირდეთ წყლის დამატება სისტემაში, სანამ ის კვლავ ნორმალურ რეჟიმში არ ჩადგება. სანამ ამას გააკეთებთ, შეამოწმეთ მოწყობილობის სახელმძღვანელო.

გაყინული კონდენსატის მილები შეიძლება ცენტრალური გათბობის სისტემაში პრობლემას წარმოადგენდეს და გამოიწვიოს ცხელი წყლისა და სითბოს დაკარგვა. თანამედროვე ქვაბების უმეტესობა კონდენსატორული ქვაბებია, რომელთაც მოყვება კონდენსატის მილი. ეს მილები შეიძლება ცივ ამინდში გაიყინოს. გაყინული მილის დათბობა დაგჭირდებათ ცხელი (მაგრამ არა მდუღარე) წყლის გამოყენებით. გაყინული კონდენსატის მილების თავიდან ასაცილებლად, როგორც წესი, კარგი იდეაა მათი იზოლირება.

თუ ცხელი წყალი არ არის, მაგრამ ცენტრალური გათბობა მუშაობს

თუ თქვენი ცენტრალური გათბობის სისტემა მუშაობს, თუმცა ცხელი წყალი არ გაქვთ, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე მიზეზის გამო:

მილიდან გადინება/გაჟონვა

ცენტრალური გათბობის საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა გაჟონვადი მილები, რაც ბევრ უსიამოვნებას იწვევს. თუ თქვენ შენიშნავთ, რომ მილიდან წყალი ჟონავს, შეიძლება დაუჭიროთ სარქველი, თუმცა ფრთხილად იყავით, რომ არ დააზიანოთ მილი ან სახსარი.

იმ შემთხვევაში, თუ სახსრის დაჭერა არ უშველის, შეიძლება დაგჭირდეთ ჰერმეტიკის (საჰერმეტიზაციო მასალის) დაყენება. ამასთან, ეს პრობლემის მხოლოდ დროებითი გადაჭრაა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ რაც შეიძლება მალე უნდა ჩაანაცვლოთ დაზიანებული მილი ახლით. შეგიძლიათ გააგრძელოთ ჰერმეტიკის გამოყენება როგორც დროებითი ფიქსაცია, და არა მუდმივი.

დაძველებული ქვაბი

როგორც წესი, ცენტრალური გათბობის ქვაბების უმეტესობას აქვს განსაზღვრული სიცოცხლე, ანუ ეფექტურად მუშაობის ვადა, რომელიც დაახლოებით 10-დან 15 წლამდეა. თუ თქვენს გათბობის ქვაბს ფრთხილად და სათანადოდ მოუვლით, ქვაბმა შეიძლება კიდევ უფრო დიდხანს გააგრძელოს ფუნქციონიება. თუმცა, ქვაბი დროთა განმავლობაში, ხდება უფრო დაძველებული და მიდრეკილია სხვადასხვა დაზიანებებისა და ხარვეზებისკენ.

ზოგჯერ, უმჯობესია უბრალოდ შეცვალოთ ცენტრალური გათბობის მოძველებული ქვაბი, ვიდრე გააგრძელოთ თანხის დახარჯვა მის შეკეთებაში. მიუხედავად ქვაბის ასაკისა, რეკომენდირებულია წელიწადში ერთხელ მაინც შეამოწმებინოთ ცენტრალური გათბობის ხელოსანს, პრობლემების პრევენციის მიზნით. ეს დაგეხმარებათ დარწმუნდეთ, რომ ნებისმიერი ხარვეზის მოგვარება შეიძლება მოახერხოთ დროულად, სანამ ის უფრო სერიოზულ პრობლემებად გადაიქცევა. თქვენ ასევე შეიძლება გამოიყენოთ ქვაბის და ცენტრალური გათბობის სისტემის სპეციალური დამცავი საფარი, რომელიც დაგეხმარებათ მოწყობილობების უკეთესად შენახვაში.

დაგვიკავშირდით: (032) 2 110 111