ცენტრალური გათბობის მონტაჟი (Centraluri gatbobis montaji)

ცენტრალური გათბობის დაყენება სახლში/შენობაში საკმაოდ რთული სამუშაოა და საჭიროებს საგულდაგულო დაგეგმვასა და საჭირო მასალებისა და ხელსაყოების სრულყოფილად მომარაგებას. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ცენტრალური გათბობის დამონტაჟების უმეტესი ნაწილის შესრულება, მაგალითად, როგორიცაა ცენტრალური გათბობის ქვაბისა და რადიატორის არჩევა, მილების დაყენება, და კიდევ მართვის სისტემის დაყენება, თქვენ მაინც დაგჭირდებათ გამოცდილი ცენტრალური გათბობის ხელოსანი, რომ ქვაბი გაზსადენ მილთან სწორად და უსაფრთხოდ მიაერთოს და შეამოწმოს მთელი სისტემა, რათა უზრუნველყოთ სისტემის უსაფრთხოება და მისი გამოყენების სანდოობა.

ქვემოთ მოცემული შემდეგი ნაბიჯები გაჩვენებთ, თუ როგორ უნდა დაამონტაჟოთ ცენტრალური გათბობა, რომელიც გაზის ქვაბის საშუალებით მუშაობს.

ნაბიჯი 1 - მოიმარაგეთ ის აღჭურვილობა, რომელიც გსურთ გამოიყენოთ თქვენს სახლში ცენტრალური გათბობის დასამონტაჟებლად. შეარჩიეთ გაზის ქვაბი, რომელიც საკმარისად დიდია თქვენი სახლის გასათბობად და ნიჟარებისა და აბაზანისთვის საკმარისი ცხელი წყლით მომარაგებისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ძალიან დიდი ზომის ქვაბის არჩევა, გამოიწვევს უფრო მაღალ ყოველთვიურ ხარჯებს, ქვაბიდან სითბოს გამოყოფის გამო. ამიტომ, შეარჩიეთ ზუსტად თქვენი სახლის შიდა ფართობისთვის საკმარისი მოცულობის ცენტრალური გათბობის ქვაბი.

ამასთან, აუცილებელია შეარჩიოთ რადიატორები, რომლებიც უზრუნველყოფენ სახლში სათანადო გათბობას. რადიატორების ყველაზე ეფექტური ტიპები იყენებენ გაცივების/გაგრილების ფირფიტას ჰაერში სითბოს გამოყოფის მიზნით.

შეარჩიეთ საკონტროლო სისტემა, რომელსაც გააჩნია ამავე მოწყობილობის ინსტალაციის ნათელი და დეტალური ინსტრუქციები. თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ მოწყობილობის სახელმძღვანელოში მითითებული ინსტრუქციები არ არის საკმარისად გასაგები თქვენთვის, რეკომენდირებულია დაუკავშირდეთ ამავე მოდელის მწარმოებელ კომპანიას ან/და გამოცდილ ცენტრალური გათბობის ხელოსანს დამატებით დეტალური ინფორმაციითვის, დანადგარის მონტაჟის პროცესის შესახებ.

ცენტრალური გათბობის გაზის ქვაბები და რადიატორები შეიცავს გარკვეული სახის სპეციფიკას მათი გათბობისუნარიანობის შესახებ. ამიტომ დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ ნაწილები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სახლის მთლიან გათბობას, რაც ადეკვატურია თქვენი სახლის ფართობისთვის. გაითვალისწინეთ, რომ არცერთი საჭირო ნაწილი არ გამოგრჩეთ ცენტრალური გათბობის მონტაჟის (centraluri gatbobis montaji) დროს.

რჩევა: საჭირო რაოდენობის გათბობის გავრცელების შეფასებისას, გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, რომ ფანჯრები, კარები და გარეთა კედლები, განსაკუთრებით კი ზამრთის ცივ პერიოდში, ხელს უწყობს სითბოს გაბნევას და გაღებისას გარეთ გაშვებას.

ნაბიჯი 2 - ზოგადი რჩევაა, შექმენათ ცენტრალური გათბობის მონტაჟის (centraluri gatbobis montaji) და მისი სისტემის რუქა, რომლის ინსტალაციაც გსურთ. ეს უნდა მოიცავდეს დაინსტალირებისთვის საჭირო ყველა ცალკეულ ნაწილს. ასევე, შეარჩიეთ თქვენს სახლში ცენტრალური გათბობის ქვაბის დაყენებისთვის შესაფერისი ადგილი, რომელიც საშუალებას მოგცემთ დანადგარი ადვილად დაუკავშიროთ წყლის მილებს, ასევე გაზსადენ მილებსა და ამავდროულად, ადგილი საშუალებას უნდა იძლეოდეს სახურავზე სავენტილაციო შაფტის დაყენებისთვის.

რაც შეეხება რადიატორების დამონტაჟებისათვის ადგილის არჩევის პროცესს, თუ სად უკეთესია, რომ დააინსტალიროთ ისინი, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ როგორც წესი, რადიატორების უმეტესობა დამონტაჟებულია ფანჯრების ქვეშ, რათა დაიცვას სითბოს დაკარგვა ფანჯრის გაღების მეშვეობით. თუმცა, თუ თქვენი ფანჯრები იატაკს წვდება, მაშინ განათავსეთ რადიატორი ფანჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე სითბოს ყველაზე ეფექტურად კონტროლისთვის.

დაგეგმეთ მილების განთავსება კედლების გასწვრივ ან/და იატაკის ქვეშ. თუ თქვენ აპირებთ მილების იატაკის ქვეშ მოთავსებას, აუცილებლად დარწმუნდით, რომ კარგად მონიშნოთ ის ტერიტორია, სადაც ისინი განლაგდებიან, რათა იატაკის დაგების შემთხვევაში, ცენტრალური გათბობის მილებს შემთვევით არ დააჭედოთ ლუსრმნები და არ დააზიანოთ.

ნაბიჯი 3 - შეიძინეთ ყველა საჭირო ნაწილი, რომ დააინსტალიროთ ცენტრალური გათბობა. მას შემდეგ, რაც ყველა ნაწილი ადგილზე გენქებათ, რადიატორების დაინსტალირება უკვე შეგეძლებათ და ამისათვის უნდა გაითვალისწინოთ, რომ რადიატორები სართულიდან დაახლოებით 4-დან 6 ინჩამდე (10-დან 15 სმ) უნდა იყოს დაშორებული, რათა დატოვოთ ადგილი რადიატორის სარქველების დამაგრებისათვის და ასევე, შესაძლებლობა გქონდეთ რადიატორის ქვეშ არსებული იატაკის დასუფთავებისთვის.

დაბრუნების კავშირზე დააინსტალირეთ სარქველი დინების კავშირზე და შემდეგ ჩაკეთეთ იგი. ეს საშუალებას გაძლევთ დაარეგულიროთ რადიატორში შემავალი/გამავალი წყლის ნაკადი.

ნაბიჯი 4 - მილები ისე უნდა დააყენოთ, რომ რადიატორებიდან და ონკანებიდან ქვაბამდე მიდიოდეს შეუფერხებლად. ამისათვის, თქვენ დაგჭირდებათ სპილენძის მილები კომპრესორით ან კაპილარული სახსრებით. დარწმუნდით, რომ მილები რადიატორებთან საკმარისად წვდება, რათა არ მოხდეს სისტემის უფუნქციონირება ან რაიმე სახის შეფერხება.

ნაბიჯი 5 - დაამონტაჟეთ საკონტროლო სისტემა. მიჰყევით მწარმოებლის მითითებებსა და ინსტრუქციებს. შემდეგ, გამორთეთ წყალი და გაზი და დააინსტალირეთ ცენტრალური გათბობის ქვაბი. კვლავ მიჰყევით მწარმოებლის ყველა მითითებას (შენიშვნა: ინსტუქციები განსხვავდება ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟებისას, კეღძოდ გათბობის ქვაბის მოდელისა და მწარმოებლის მიხედვით).

გახსოვდეთ, რომ გამოცდილ კონტრაქტორს შეასრულებინოთ კავშირის დამყარება გაზის მაგისტრალთან, თქვენივე უსაფრთხოების მიზნით.

ნაბიჯი 6 - ცენტრალური გათბობის სისტემის მონტაჟის (centraluri gatbobis montaji) დასრულების შემდგომ, დახურეთ ყველა გამწოვი სისტემა რადიატორებზ და წყლით გაავსეთ სისტემა, რითაც თითოეულ რადიატორს მისცემთ საშუალებას ამუშავდეს.

აუცილებლად გააქტიურეთ გათბობის ტუმბო და ხელახლა გაუშვით ვენტილაციის სისტემა. შემდეგ ჩართეთ ცენტრალური გათბობის ქვაბი და გაათანაბრეთ გამაცხელებელში წყლის გადინება თითოეული რადიატორისთვის საკეტის ფარის სარქველების გამოყენებით.

მომსახურებების სია

ცენტრალური გათბობის შეკეთება (centraluri gatbobis sheketeba)

რა უნდა შეამოწმოთ, თუ თქვენი ცენტრალური გათბობა ან ცხელი წყალი არ მუშაობს. გამოიყენეთ ეს სტატია ცენტრალური გათბობის ხარვეზების მოძიებისა და შეკეთების მიზნით და დაადგინეთ, თუ რატომ არ მუშაობს თქვენი ცხელი წყალი ან გათბობა სწრაფად და შეუფერხებლად. მიჰყევით ამ მარტივ პროცესს და რჩევებს, რომლებიც ერთ დღეს შესაძლოა გამოგადგეთ. რა უნდა გაითვალისწინოთ ცენტრალური გათბობის შეკეთებამდე? სანამ დაიწყებთ ცენტრალური გათბობის შეკეთებას (centraluri gatbobis sheketebas), ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად იფიქროთ საკუთარ თავზე და გარშემომყოფებზე. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ სისტემა უსაფრთხოა სამუშაოს ჩასატარებლად, ზედმეტი რისკის მიღების პრევენციისთვის. ქვემოთ მოცემულია მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ ცენტრალური გათბობის სისტემაში შეცდომების აღმოჩენისას: ტანსაცმელი და მოწყობილობა: დარწმუნდით, რომ ჩაცმული ხართ სათანადოდ, ცენტრალური გათბობის შესაკეთებლად. შეიკარით გრძელი თმა, მოიხსენით სამკაული და თხელი ტანსაცმელი, რომელიც შესაძლოა დაიჭირეს. გამოიყენეთ დამცავი ტანსაცმელი და სხვა საჭირო აღჭურვილობა. წყალი:

კარმის ხელოსანი (karmis xelosani)

კარმა ერთ-ერთი საჭირო საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა, რომელიც უზრუმველყოფს სახლში სითბოს, განსაკუთრებით კი წლის ყველაზე ცივ თვეებში. სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსგავსად, კარმა რთული აპარატია და აქვს უამრავი ნაწილი, რომლიც გაუმართავობა აპარატის მთლიანად მდგომარეობიდან გამოყვანას იწვევს. თუმცა, გამათბობლების უმეტესობის შეკეთება შესაძლებელია გამოცდილი კარმის ხელოსანის დახმარებით. ქვემოთ იხილავთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ პრობლემებს, რაც შესაძლოა თქვენს კარმასაც აღმოაჩნდეს. გამოიყენეთ ეს სახელმძღვანელო თქვენი პრობლემების გადასაჭრელად და გასაკეთებლად და ამასთან, გეცოდინებათ, თუ როდის არის საჭირო კარმის ხელოსანის (karmis xelosani) დახმარება. კარმა უშვებს ძალიან ცოტა თბილ ჰაერს (ან თუ ან საერთოდ არ უშვებს) გამათბობელი, რომელიც ვერ ახდენს თბილი ჰაერის ცირკულაციას, შეუძლია ცივი დღეებში სრულიად გამოუსადეგარი გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა აშკარად ემჩნევა კარმას, უამრავ ადამიანს ავიწყდება გამათბობელთან დაკავშირებული პრობლემების ყველაზე მარტივ გამოსწორების ხერხებზე ფიქრი. თუ მსგავსი პრობლემა თქვენს კარმასაც შეემთხვევა, დარწმუნდით, რომ შემდეგი მოწყობილობები შემოწმებულია: დაყენებულ

დაგვიკავშირდით: (032) 2 110 111